შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკავოლკერი ვაშინგტონის სამიტზე: NATO-სადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და...

ვოლკერი ვაშინგტონის სამიტზე: NATO-სადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი

NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, ალიანსმა შესაძლოა,უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კურტ ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.


„[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს,“ – აღნიშნა ვოლკერმა.


NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, NATO-მ შესაძლოა, უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიევს უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ NATO, როგორც ორგანიზაცია, ამაში ჩართული არ ყოფილა.


შეერთებული შტატებისა და გერმანიის ლიდერობით, დამოუკიდებელი პროცესი შეიქმნა – „რამშტეინის პროცესი“ – რომელიც ალიანსის გვერდის ავლით, უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, NATO-მ გარკვეული როლის შესრულება დაიწყოს. ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი, საითაც ალიანსი მიდის.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისთვის, თუ იქ რუხი ზონები იარსებებს. ყველა უნდა იყოს ერთი კლუბის წევრი – დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხო ზონა – რომელსაც შეერთებული შტატების დახმარებით საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ასე რომ, მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ,“ – განუცხადა ამერიკის ხმას ვოლკერმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა