შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაპოლარიზაცია, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მკვლელი

პოლარიზაცია, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მკვლელი

ყველაზე სახიფათო და საზარელი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში ქართველი ერის წინააღმდეგ, ეს არის პოლარიზაცია, მან მთელი ხელისუფლება, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია და მათი მომხრეები გამოკეტა გეტოში.

ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცნენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი პროპაგანდის სიცრუის და სიძულვილის რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდა ამუშავებს. ეს ბრბო სრულად მოწყვეტილია რეალობას აკრძალული აქვთ თოქ-შოუებში, დებატებში მონაწილეობა, კრიტიკული არხების, საინფორმაციო სააგენტოების ყურება, კითხვა, იმფორმაციის მიღება, ასევე სრულად გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა ყველა იმ პირთან ვინც მათ აზრს არ იზიარებს. თვით სოც ქსელებშიც სექტანტური დამოკიდებულება აქვთ და გამოკეტილი არიან საკუთარ დახურულ ჯგუფებში, ყველა არხი გადაკეტილია არაფორმალური მმართველის და მისი სპეცსამსახურების მიერ (მთლიანად ხელისუფლების) რათა მათი პროპაგანდისტული მესიჯების გარდა არ დაუშვან მათთან რეალური ინფორმაციის მიღება.

ამ სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის ძირი ძალიან ჰგავს ნაცისტური გერმანიის გებელსის დოქტრინას სადაც ყველაზე დიდი ტყუილის გავრცელება დღეში რამდენჯერმე და უწყვეტად მიეწოდებოდა მოსახლეობას, არასასურველ ადამიანებზე აგორებული შავი პიარი, განურჩევლად მართალ-ტყუილისა უაპელაციოდ ყველაფრის დაბრალება.

ქვეყანაში პოლარიზაცია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა უკიდურეს საფრთხეს ქმნის ადამიანების დაპირისპირების, სისხლისღვრის, რამაც შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნას ძალიან დიდი საფრთხე და ბევრი წელი გაგრძელდეს, რის შედეგადაც უკიდურესად დასუსტებული ქვეყანა ძალიან მოწყვლადი და ადვილი სამართავი გახდება, რითაც პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს დაუძინებელი მტრები ისარგებლებენ.

P.S. 2024 წელს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე იდგებიან, ან რუსული ავტორიტარული ჯოჯოხეთი, ან ევროპული დაცული და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული მომავალი.

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა