ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაროგორ კლავდნენ ნიკა გვარამიას? - რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში (ვიდეო)

როგორ კლავდნენ ნიკა გვარამიას? – რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში (ვიდეო)

ვინ შეუკვეთა და ვის უნდა შეესრულებინა ნიკა გვარამიას მკვლელობის საქმე – სპეცსამსახურების სტაჟიანი თანამშრომელი, დავით დათაშვილი “შაბათის ეთერთან”  კარტებს ხსნის. 

დავით დათაშვილი, რომელმაც ყველა კარტის გახსნა გადაწყვიტა, სპეცსამსახურებში 2000-იანი წლებიდან მუშაობს,  დაზვერვის გამოცდილ კადრს რუსეთი და ჩრდილოკავკასია ებარა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მოსთხოვეს იმ ხალხის სია, ვინც რუსეთში საქართველოს სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა და ინფორმაციას აწვდიდა. დათაშვილი ამბობს, რომ აგენტები გაშიფვრაზე უარი თქვა, “რადგან იცოდა, რომ ივანიშვილის გუნდისთვის მათი ვინაობის გამხელა, სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა, რადგან ძალოვნებში ისეთი ხალხი მოვიდა, ვინც ზუსტად იცოდა, რომ თავადაც რუსეთის აგენტები იყვნენ”. 

დავით დათაშვილი, რომელსაც ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა  რუსეთში მყოფი ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება-დამუშავება ჰქონდა დავალებული, პირდაპირ ამბობს, რომ დღეს ძალოვან უწყებებში პოსტებზე, პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წლების წინ გადაბირებული ხალხი დასვეს. 

სპეცსამსახურებში მუშაობის დროს, დათაშვილის საქმე ჩრდილო კავკასიელებთან კავშირების დამყარება და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება იყო, ამიტომ მათ კარგად იცნობდა და სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც, ურთიერთობა არ გაუწყვეტია. “შაბათის ეთერის” რესპონდენტის თქმით, სწორედ მათ უთხრეს, რომ მნიშვნელოვან ადამიანებს მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ და შეხვედრაზე შეითანხმეს. დათაშვილთან, შუამავალს მობილური ტელეფონი ჩამოაქვს. აპლიკაციით, რომელიც ტელეფონშია ჩაწერილი, მხოლოდ ერთ ნომერთან კავშირის დამყარება იყო შესაძლებელი.

ჩრდილოეთ ოსეთიდან დათაშვილს უხსნიან, რომ მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მოსაკლავად, ჩამოსულმა კილერმა საქმე ჩააგდო და დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ თბილისში ახალი ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს და მისი დახმარება დასჭირდებათ.

 კილერს, რომელიც მანამდე გვარამიას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ფული და მკვლელობის იარაღი გამოატანეს, თუმცა დავალება ვერ შეასრულა. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში წითელუბნით გადმოყვანილი ოსი ეროვნების მამაკაცი, ცხინვალის გავლით უკან გადაიყვანეს. 

2021 წლის ზაფხულში, საქართველოში უკვე კილერების მეორე ჯგუფი ჩამოდის -მთავარი არტურ გელიევია, მას აქვს დავალება თბილისში მოძებნოს ადამიანები, ვინც გვარამიას მკვლელობის ორგანიზებაში დაეხმარება.  აეროპორტში გელიევს დავით დათაშვილი ხვდება. სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი, დათაშვილს, ოჩამჩირის ქუჩაზე ისეთ სასტუმროში მიჰყავთ, სადაც სტუმრების მონაცემებსაც კი არ ინახავენ და არც კონტროლის სისტემა მუშაობს.  

საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ადამიანი, მას მალევე “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში შეხვედრაზე იბარებს და კიდევ ორ პირთან ერთად დავით დათაშვილს ნიკა გვარამიას მკვლელობის დაგეგმვას სთხოვს.

დირსის” ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დავით დათაშვილი არტურ გატეევს, არტურ გელიევსა და სლავა გაგიევს შეხვდა. 

დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის მტკიცებით, ამის შემდეგ იწყება ნიკა გვარამიას თვალთვალი, ადგენენ მისი გადაადგილების მარშრუტს, სახლისა და ტელევიზიის გარდა, აკვირდებიან იმ რესტორნებსაც, სადაც “მთავარი არხის” დირექტორი დადის, რადგან გვარამიას მკვლელობის გეგმაში, აფეთქებასთან და გასროლასთან ერთად,  ქიმიური ნაერთით მოწამვლაც შედის. 

პირველი რასაც დათაშვილი აკეთებს, ეძებს შუამავალს ნიკა გვარამაიასთან და მესამე პირის საშუალებით აგებინებს რომ მის მოსაკლავად ჩრდილო კავკასიელების ჯგუფია ჩამოსული. დათაშვილი გვიყვება, რომ გვარამიასთან ორი შუამავალი მიაგზავნა იმაში დასარწმუნებლად რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მისი ინფორმირება ნამდვილად მოხდებოდა.

დავით დათაშვილს ეჭვი აქვს, რომ ნიკა გვარამიას მკვლელობა, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთიანი გეგმა იყო. დავალება ჩრდილოკავკასიელებს უნდა შეესრულებინათ, რადგან  ქართული სპეცსამსახურები ამით საკუთარ კვალს სამუდამოდ წაშლიდნენ. 

ადამიანი, რომელმაც “მელაძის შაბათს” სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, ახლა საქართველოდან ძალიან შორის არის და ნებისმიერ წუთს ელოდება, რომ ნიკა გვარამიას მკვლელობის ჩაშლილი ოპერაციის გამო, შესაძლოა, ისიც თავიდან მოიშორონ, ამიტომ გადაწყვიტა, მოჰყვეს სიმართლე, ამბავზე რომლის დამკვეთების კვალიც მისი ვარაუდით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების მაღალჩინოსნებამდე ერთდროულად მიდის.

სად გაქრა სუს-იდან გვარამიას მკვლელობის მომზადების საქმე – ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეზონანსული გამოძიება

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა