შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებარუსეთმა „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი მებრძოლი პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

რუსეთმა „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი მებრძოლი პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში ბაზირებული „ქართული ლეგიონის“ 70-მდე მებრძოლი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ შორის არის მამუკა მამულაშვილი, რომელმაც 2014 წელს „ქართული ლეგიონი“ დააფუძნა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა.

„დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს ჩამოაყალიბა „ქართული ლეგიონი“ და ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ ხელისუფლებების წინააღმდეგ გადაიბირა ქართული წარმოშობის პირები“, – აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი.

მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობა თავდაპირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა. იმ დროს საგამოძიებო კომიტეტი ანალოგიური ბრალდების შესახებ მიუთითებდა („გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 359-ე – დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და მათი ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში; 282-ე – სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება, რომელიც ჩადენილია პირის მიერ საჯაროდ, ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”). თუმცა მაშინ აღნიშნული იყო, რომ მამუკა მამულაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს საქართველოს 24 მოქალაქე. როგორც ჩანს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამჯერად ბრალდებულთა რაოდენობა გაზარდა.

კითხვაზე, რეალობაში როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში უპასუხა, რომ ეს არ იქნება მისდამი რუსეთში აღძრული პირველი საქმე.

„შეიძლება, რუსეთის მიმართ მეგობრულმა ქვეყნებმა დამაკავონ, მაგრამ მე ვცდილობ, არ მოვხვდე ეგეთ ქვეყნებში. 8 წელია, რუსეთის წინააღმდეგ ვომობ და ლაპარაკი იმაზე, რომ საქმეებს ღძრავენ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, თავიანთ დადგმულ სცენებზე საქმეების აღძვრა ჩვეულებრივი რუსული პროვოკაციაა“, – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა