მთავარიპოლიტიკასაქართველოში დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, დაპირებები წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ...

საქართველოში დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, დაპირებები წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ | ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

საქართველო უფრო დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

ეს განცხადება ევროპელმა პოლიტიკოსმა ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რის გამოა შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბორელი ამბობს, რომ მომავალი არჩევნები გადამწყვეტი გამოცდაა ქართული დემოკრატიისა და ინტეგრაციისთვის: 

“საქართველოში უფრო დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. ამიტომ,დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც იქნება გადამწყვეტი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის და მისი ევროინტეგრაციისთვის.” განაცხადა ბორელმა. 

ლუქსემბურგში მიღებულია სპეციალური დოკუმენტი საქართველოს შესახებ. ეს დოკუმენტი  ევროპელი ლიდერების სამიტს გადაეცემა განსახილველად. Reuters წერს, რომ EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ – სავარაუდოდ სწორედ ეს პოზიცია აისახება აღნიშნულ დოკუმენტში.

ევროპული საბჭოს სამიტი 17-18 ოქტომბერს გაიმართება. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა