მთავარისაზოგადოებასაქართველოში 112 733 ადამიანს ხელფასი 600 ლარზე ნაკლები აქვს - PMCG

საქართველოში 112 733 ადამიანს ხელფასი 600 ლარზე ნაკლები აქვს – PMCG

2026 წლის მარტში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა 1 006 550-მდე გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, თვის ჭრილში ხელფასის მიმღები ადამიანების რიცხვი 0.6%-ით, ხოლო წლიურად 4.5%-ით გაიზარდა.

მათი ინფორმაციით, 600 ლარამდე მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა.

ხელფასის მოცულობების რაოდენობა, მარტში არსებული სტატისტიკა ასეთია:

  • 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს 112 733 ადამიანი იღებდა, რაც მთელი რაოდენობის 2%-ია. ეს რიცხვი 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა;
  • 600-დან 1 200 ლარამდე ხელფასს 187 000 ადამიანი იღებდა და ეს 19%-ია;
  • 1200-დან 2400 ლარამდე ხელფასს 348 000 ადამიანი იღებდა, რას საერთო რაოდენობის 5%-ია. მათი რაოდენობა მარტში 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
  • 2400 ლარზე მეტი ხელფასი დასაქმებულების 36%-ს ჰქონდა, რაც 358 000 პირია.
  • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს დასაქმებულების3% ანუ 33 216 პირი იღებდა. ეს კი 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. დოკუმენტზე იმუშავეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა. დოკუმენტის კენჭისყრამდე იუკნევიჩიანემ თქვა: „როგორც...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა