მთავარითავდაცვა-შეიარაღებაშვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვის სფეროში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის...

შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვის სფეროში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს.

Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა.


აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები მოხმარდება განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს.“


კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, საქართველოსთვის თანხა გამოყოფილია NATO-საქართველოს პაკეტის ფარგლებში. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა