მთავარიეკონომიკა2023 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო - საქსტატმა მონაცემი გამოაქვეყნა

2023 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო – საქსტატმა მონაცემი გამოაქვეყნა

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ახალი შეფასებით, წინა წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა.

ასევე შეცვლილია წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც და 2022 წელს ზრდა 10.4%-ის ნაცვლად 11% იყო, ასევე შეიცვალა 2021 წლის ზრდის მაჩვენებელიც და ის 10.5%-ის ნაცვლად 10.6% იყო.

სხვა ცვლილებებთან ერთად გადაიხედა 2020 წლის რეცესიის მაჩვენებელიც, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 6.8%-ის ნაცვლად 6.3% იყო, 2019 წელს კი 5%-ის ნაცვლად 5.4% იყო.

საქსტატის განმარტებით მათ მიერ წინა წლების ეკონომიკური პარამეტრების გადახედვა მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული და ის ყოველ 5 წელში არის რეკომენდებული.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპის მემარჯვენე შემობრუნება: უკრაინის ომი, საქართველოს მომავალი და დასავლეთის ბედი — ვინ გაძლიერდება და ვინ დასუსტდება?

თუ საფრანგეთსა და გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ძალები ხელისუფლებაში მოვლენ და მათი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებასა და რუსეთთან დაახლოებას დაეფუძნება, ეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ საერთაშორისო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა