ორშაბათი, მაისი 13, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაუკრაინა (MAP)-ის გარეშე გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა - სად არის საქართველო?

უკრაინა (MAP)-ის გარეშე გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა – სად არის საქართველო?

პარასკევს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ შესაძლოა ნატოელი მოკავშირეები მზად არიან სამხედრო ალიანსში შესასვლელად, უკრაინას ზოგიერთი დაბრკოლება მოუხსნან. ეს განცხადება ვილნიუსის ნატოს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა.

„არის იმის მზარდი ნიშნები, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას ყველა შეძლებს,“ უთხრა პისტორიუსმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, როდესაც დაუსვეს კითხვა ცნობების შესახებ, რომ აშშ მზადაა უარი თქვას ფორმალურ საკანდიდატო პროცესზე, რაც წარსულში ზოგიერთ სხვა ქვეყანას მოეთხოვებოდა.

ხუთშაბათს „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ შეერთებული შტატები იძლევა წინასწარ თანხმობას გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, დადგენილი გრაფიკის მიცემის გარეშე, შესაძლოა უკრაინის ნატოში მიღებას წინაღობები მოეხსნას.

გამოცემა ციტირებს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ამბობს, რომ ვაშინგტონი „კომფორტულად გრძნობს თავს“ ნატოს გენერალური მდივნის შეთავაზების თაობაზე, რომლითაც კიევს საშუალება მიეცემა, ალიანსის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) გვერდი აუაროს.

პროცესის შემოკლებით, აშშ იმედოვნებს კიევის სამხედრო ალიანსში შესვლის შესახებ წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას, იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“.

თუმცა გამოცემის თანახმად, უკრაინას მაინც მოეთხოვება რეფორმების გატარება და ამასთან უკრაინის ალიანსში შესვლის დრო დადგენილი არ იქნება.

2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ალიანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო, ნატოს წევრები გახდებიან.

წყარო: amerikiskhma.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“ – Freedom House

Freedom House-ი 50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა