მთავარითავდაცვა-შეიარაღებააშშ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს - The Telegraph

აშშ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს – The Telegraph

შეერთებული შტატები გეგმავს კიდევ ერთხელ განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი ბრიტანეთის მიწაზე, ლეიკენჰითში საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც 2008 წლამდე იყო.

ამის შესახებ გაზეთი The Telegraph პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სულ მცირე ორი დოკუმენტი ეხება ლეიკენჰითში “ბირთვული მისიის” მომზადებას. ამ დოკუმენტებში საუბარია, რომ პენტაგონმა ბაზის ახალი აღჭურვილობა შეუკვეთა, კერძოდ ბალისტიკური ფარები, რომლებიც შექმნილია სამხედრო პერსონალის დასაცავად.

გარდა ამისა, The Telegraph-ის ცნობით, ადგილზე მომუშავე ამერიკელი სამხედროებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ივნისში უნდა დაიწყოს.

შეერთებულმა შტატებმა ადრე გამოაცხადა ლეიკენჰითში მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ის ორი ესკადრილიის განთავსების შესახებ, რომლებსაც ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ.

მოსალოდნელია, რომ საჰაერო ბაზაზე განთავსდება B61-12 გრავიტაციული ბომბები, რომელთა სიმძლავრეც 50 კილოტონამდეა, რაც სამჯერ აღემატება 1945 წელს ჰიროშიმაზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.

ცივი ომის ეპოქაში ამერიკული ბირთვული იარაღი ევროპის რიგ ქვეყნებში იყო განთავსებული.

შეერთებული შტატების იარაღის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ნატოს ბირთვული განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/01/26/us-nuclear-bombs-lackenheath-raf-russia-threat-hiroshima/

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა