მთავარიპოლიტიკაAmnesty International: ქართული მედია თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა; სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება,...

Amnesty International: ქართული მედია თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა; სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, დეზინფორმაცია – დომინირებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და ანგარიშში წერს, რომ  ქართველი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ხდებიან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზეც:

“ქართული მედია მთავრობის მიერ,  მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლიციამ სპეციალურად ჟურნალისტები დასაჯა, რათა ხელი შეეშალა მათთვის პროტესტის გაშუქებაში, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით. 

ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც შეუერთდა მომიტინგეებს, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა. მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში” წერს ორგანიზაცია.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა