პარასკევი, მარტი 13, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოG7: ვგმობთ რუსეთის აგრესიას, უკრაინისადმი ფინანსურ, სამხედრო მხარდაჭერას გავაძლიერებთ

G7: ვგმობთ რუსეთის აგრესიას, უკრაინისადმი ფინანსურ, სამხედრო მხარდაჭერას გავაძლიერებთ

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა იაპონიაში გამართულ სამიტზე უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

G7-ის წევრების საერთო განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი გააძლიერებენ უკრაინისადმი დიპლომატიურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას და უკრაინას მშვიდობის დამყარებამდე ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ.

“კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე მტკიცე ფორმებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ნორმების, წესებისა და პრინციპების დარღვევით. ჩვენ ხელახლა ვუცხადებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინას, სანამ საჭირო იქნება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობისთვის.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ დიდი შვიდეულის ლიდერების განცხადება უკრაინის შესახებ და მკაფიო მიზნითა და მასში გაწერილი კონკრეტული ქმედებებით, უკრაინისთვის ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების ვალდებულებას ვიღებთ, რათა გავუზარდოთ ფასი რუსეთს და მათ ვინც მხარს უჭერს ომის  ძალისხმევას და გავაგრძელებთ დანარჩენ მსოფლიოზე ომის ნეგატიური გავლენასთან დაპირისპირებას, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე.” – წერია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა