მთავარითავდაცვა-შეიარაღებააშშ-ის ადმინისტრაციამ ქვეყნის ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ქვეყნის ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები აშშ-ს ბირთვული არსენალის შესახებ.  მონაცემები 2023 წლის სექტემბრისთვის არსებულ ვითარებას ასახავს. როგორც შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახელებულ პერიოდში ქვეყანას ჰქონდა 3748 ბირთვული ქობინი, ანუ 35-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებს ახლა 88%-ით ნაკლები ბირთვული ქობინი აქვს, ვიდრე 1967 წელს, როდესაც ისტორიაში ყველაზე მეტი – 31 ათასზე მეტი ქობინი ჰქონდა. 1989 წლისთვის კი ეს რაოდენობა – 22 ათასზე მეტი იყო. ამავე მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრიდან შეერთებულმა შტატებმა 405 ბირთვული ქობინი გაანადგურა.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების [START III] თანახმად, თითოეულ მხარეს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინი არ უნდა აღემატებოდეს 1550-ს. რუსეთმა 2023 წელს, ოფიციალურად შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში, ამავდროულად, უარი თქვა ბირთვული არსენალის ზომისა და განლაგებული ქობინების რაოდენობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაზე. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა