მთავარიტექნოლოგიებიაშშ-ში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს

აშშ-ში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს

ამერიკული ჟურნალის, Сonsumer Reports-ის ექსპერტებმა 2022 წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგი შედგა მომხმარებლებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის უსაფრთხოებას, სანდოობას და ენერგოეფექტურობას მოიცავდა.

რეიტინგი ავტომობილების ღირებულების მიხედვით კატეგორიებად დაიყო. $25000-მდე კატეგორიაში საუკეთესოებად სედანი Nissan Sentra და ქროსოვერი Nissan Rogue Sport-ი დასახელდნენ.

$25000-35000-იან კატეგორიაში საუკეთესო შეფასებები Subaru Forester-მა, Honda Accord-მა და Toyota Prius-მა დაიმსახურეს.

$25000-35000-იან კატეგორიაში ექსპერტებმა უპირატესობა Toyota RAV4 Prime-ს, Kia Telluride-სა და Honda Ridgeline-ს მიანიჭეს.

$45000-ზე მეტი ღირებულების ავტომობილებში კი ელექტროქროსოვერი Ford Mustang Mach-E და Lexus RX-ი გამოარჩიეს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა