მთავარისაზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც...

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიზნესმენსა და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მადლობას უხდის მას უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის.

კობახიძე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს იმ ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა.

„ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! მადლობას ვუხდი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის! მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა! ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა