მთავარისაზოგადოებაბოლო სიტყვა ჯერ ნათქვამი არ არის - ცოცხალ-მკვდარი საქართველო

ბოლო სიტყვა ჯერ ნათქვამი არ არის – ცოცხალ-მკვდარი საქართველო

როდესმე გინახავთ ქვეყანა, სადაც ამდენი ადამიანი ასე მასობრივად დადუმებულა, დამალულა და საკუთარ აზრს ხმამაღლა თქმას ერიდება? (მცირე გამონაკლისის გარდა) ასეთი ჩუმი და შეშინებული საზოგადოება დიდი ხანია არ მინახავს.

სოციალურ ქსელებში სიჩუმეა. კომენტარის დაწერას ერიდებიან, მოწონების დაჭერასაც კი — თითქოს საკუთარი აზრის დაფიქსირება უკვე რისკად იქცა. ეს უბრალოდ სიჩუმე აღარ არის — ეს არის შიშის ატმოსფერო.

ყველაზე მძიმე სწორედ ეს არის: როცა საზოგადოებაში შიში იმდენად ღრმად იდგამს ფესვებს, რომ ადამიანები საკუთარ ხმასაც კი მალავენ.

ქვეყანა, სადაც ადამიანები საკუთარ აზრს მალავენ, მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისში არ არის. იქ საზოგადოებრივი ნდობა, ღირსება და ერთმანეთის იმედიც ნელ-ნელა კვდება.

დღეს საქართველო სწორედ ასეთ მძიმე სურათს ჰგავს — დაღლილს, ჩუმს, გაბრაზებულს და იმედგაცრუებულს. ქვეყანას, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ბრძოლაზე ხელი ჩაიქნია, ზოგმა დუმილი არჩია, ზოგმა მონობაზე მოაწერა ხელი, ზოგმაც ოცდაათი ვერცხლი ჩაიჩხრიალა ჯიბეში, ზოგმა კი უბრალოდ გადარჩენის რეჟიმში გადაინაცვლა.

მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომკვდარა: იმედი.

იმიტომ, რომ ქვეყანა საბოლოოდ მაშინ კვდება, როცა მის ადამიანებს აღარაფერი სტკივათ.

ქვეყნები მხოლოდ ხელისუფლებებით არ არსებობენ. ქვეყნები ხალხით არსებობენ. და სანამ ამ ქვეყანაში დარჩებიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სტკივათ საქართველო, ჯერ კიდევ აწუხებთ უსამართლობა და ჯერ კიდევ არ შეურიგდნენ ყველაფერს, საბოლოო სიტყვა ნათქვამი არ არის.

შეიძლება დღეს საქართველო ცოცხალ-მკვდარ ქვეყანას ჰგავდეს, მაგრამ მე უარს ვამბობ დავიჯერო, რომ ეს მისი საბოლოო სახეა.

იმედი ზოგჯერ ერთადერთი რამ არის, რაც მაშინ გვრჩება, როცა ყველაფერი დანარჩენი დაკარგულად ჩანს.

და მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს ქვეყანა იმაზე მეტია, ვიდრე ის სიჩუმე, რომელსაც დღეს ვხედავთ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ანალიზი: საქართველო სისტემური რღვევის ფაზაში

(ეფუძნება ბოლო კვირების დოკუმენტირებულ ფაქტებს — სასამართლო განაჩენებს, თანამდებობის პირთა გადადგომებს, Intelligence Online-ისა და სხვა წყაროების ცნობებს) 1. სახელმწიფო ინსტიტუტები — არა სამსახური, არამედ პირადი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა