
საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რასაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოჰყვება. ამის ნათელი მაგალითია პროპაგანდისტული ტელევიზიების („იმედი“ და „რუსთავი 2“) მიერ გავრცელებული სიუჟეტები ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.
სინამდვილეში რა მოხდა? ჯერ კიდევ 2026 წლის 21 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ იცავს ქრისტიანებსა და მათ სარწმუნოებას.
დოკუმენტში ოფიციალურად ჩაიწერა და მკაფიოდ დაიგმო „ქრისტიანოფობია“ — რაც ნიშნავს ქრისტიანების სიძულვილს, ჩაგვრასა და დევნას.
რეზოლუციაში ხაზგასმულია:
- ქრისტიანობა დღეს მსოფლიოში ყველაზე დევნილი რელიგიაა — 380 მილიონზე მეტი ქრისტიანი განიცდის დევნას (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში).
- ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ამ პროცესს და მოითხოვს, რომ ევროსტრუქტურებში დაინიშნოს სპეციალური კოორდინატორი, რომელიც უშუალოდ ქრისტიანთა უფლებების დაცვაზე იზრუნებს.
როგორ გაავრცელეს დეზინფორმაცია პროპაგანდისტულმა არხებმა? აღნიშნული რეზოლუციის მიღებიდან 6 თვის თავზე, პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა („იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“) ეს ინფორმაცია ისეთი კონტექსტით მიაწოდეს მაყურებელს, რომელმაც საზოგადოებაში მცდარი აღქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია.
ტერმინ „ქრისტიანოფობიასთან ბრძოლა“ გულისხმობს ქრისტიანების დაცვას სიძულვილისგან. თუმცა, პროპაგანდისა და გაუნათლებლობის გამო, მოსახლეობის ნაწილს ეს სიტყვა არასწორად გააგებინეს და იფიქრეს, თითქოს ევროკავშირი ქრისტიანობას ებრძვის — მაშინ, როცა რეალურად ევროპარლამენტმა ქრისტიანობის დასაცავად გადადგა ნაბიჯი.
P.S. 2026 წლის იანვარში მიღებული ეს გადაწყვეტილება არის ის, რაც თითოეულ ქრისტიანს უნდა უხაროდეს. ევროპამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქრისტიანთა უფლებები მსოფლიოში დაცული უნდა იყოს და ქრისტიანების დევნას წერტილი უნდა დაესვას.










