მთავარითავდაცვა-შეიარაღებავოლოდიმირ ზელენსკი: პირველად ისტორიაში მტრის პოზიციები რობოტიზებული სისტემით და დრონებით დავიკავეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: პირველად ისტორიაში მტრის პოზიციები რობოტიზებული სისტემით და დრონებით დავიკავეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიაზე ომის წარმოების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა ძალებმა მტრის პოზიციების დაკავება ქვეითი ჯარის ჩართულობის გარეშე, მხოლოდ დისტანციური ტექნოლოგიებით შეძლეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრატეგიული პოზიციების აღება ექსკლუზიურად სახმელეთო რობოტიზებული სისტემებისა და დრონების მეშვეობით მოხდა.

“ოპერაცია ისე განხორციელდა, რომ უკრაინულ მხარეს არ ჰქონია არანაირი ცოცხალი ძალის დანაკარგი. ეს ადასტურებს, რომ ტექნოლოგია ჩვენი მეომრების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტია”, – თქვა პრეზიდენტმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან. ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა