ორშაბათი, მაისი 6, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყოს...

ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყოს მშვიდობიან ევროპულ ოჯახში 

საქართველოს ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად, მშვიდობიან ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ მათ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყვნენ თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას – და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსული ოკუპაციის ქვეშ არიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუმარცხებელია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი დამარცხდება,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა