ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტიები დაასახელა - „ვფიქრობ, ეს ცალკე ევროკავშირი იქნება“

ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტიები დაასახელა – „ვფიქრობ, ეს ცალკე ევროკავშირი იქნება“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ვოლოდიმირ ზელენსკის არცერთი აღნიშნული სახელმწიფოსგან საბოლოო პასუხი ჯერ დაზუსტებით არ მიუღია.

„დღეს, ვინც ამტკიცებს, რომ მზადაა გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არიან: ბრიტანეთი, აშშ, იტალია და თურქეთი. ვფიქრობ, ეს ცალკე ევროკავშირი იქნება.

ასევე, ცალ-ცალკე ვესაუბრე ურსულა ფონ დერ ლაიენს [ევროკომისიის პრეზიდენტს], ცალკე შარლ მიშელს [ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს], საფრანგეთსა და გერმანიას. საუბრის პირველ წრეს ამ ფორმატში, ხუთი ქვეყნისთვის [ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სხვებისგან დასტური არ მიმიღია, მჯერა, რომ შემდგომში მათ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კომპლექსური კითხვები იმის შესახებ, თუ რა გვინდა და რისი უზრუნველყოფისთვის ვართ მზად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა