შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოTime-მა 2024 წლის 10 გლობალური რისკი დაასახელა

Time-მა 2024 წლის 10 გლობალური რისკი დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა Time-მა 2024 წლის 10 გლობალური რისკი დაასახელა.

პირველ ადგილზეა საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში. “2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს”, – წერს გამოცემა.

მეორე ადგილზეა ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომი. “ეს კონფლიქტი სარისკოა მსოფლიო ეკონომიკისთვის და გააძლიერებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ უთანხმოებებს და გლობალურ ექსტრემიზმს”, – იუწყება Time.

მესამე ადგილზეა უკრაინაში მიმდინარე ომი. Time-ის შეფასებით, “2024 წელი გარდამტეხი იქნება და თუ უახლოეს ხანში უკრაინა ვერ მოაგვარებს საკადრო პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ შეიმუშავებს რეალურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს და გაიზარდოს კიდეც”.

Time-ის რეიტინგში 2024 წლის გლობალურ რისკებს შორისაა უმართავი ინტერნეტ-ტექნოლოგიები, „ბოროტმოქმედთა ღერძი“ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის კოორდინირებული მოქმედების სახით, ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა და სოციალური არასტაბილურობის გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულისთვის ბრძოლა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება და ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენის, ელ-ნინიოს პიკი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა