მთავარიპოლიტიკაქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის

ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – “ოცნება” პასუხისმგებლობას იხსნის

„ეკონომისტის“ ანალიტიკური დანაყოფის მიერ გამოქვეყნებული დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 5 პოზიციით ჩამოქვეითდა და იმ ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც დემოკრატიული მდგომარეობა ყველაზე მეტად ან სწრაფად გაუარესდა. ამ ჯგუფში ასევე შედიან პაკისტანი, ფილიპინები და ნეპალი.

ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის — ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დევნა და პოლიტიკური შურისძიების ნიშნები.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულა 4.36-მდე შემცირდა. ქვეყანა კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება, თუმცა ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, საქართველო ავტორიტარული მმართველობის ჯგუფს კიდევ უფრო მიუახლოვდეს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა