თუ საზოგადოების უძრაობის „გამყინვარების ხანა“ დაიწყო – რა გველის, თუ წინააღმდეგობის სივრცე გაქრა?
➡️ სრულად ერთპარტიული პოლიტიკური გარემო (სსრკ, კომპარტია);
➡️ სასამართლოს დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვა;
➡️ პოლიციის/ძალის გამოყენების დაუსჯელობა (ძალოვნები კანონგარეშე);
➡️ დამოუკიდებელი მედიის სრულად აკრძალვა, განადგურება;
➡️ ოპოზიცია როგორც ასეთი აღარ იარსებებს, მზოლოდ რეჟიმის ფასადი;
➡️ დამოუკიდებელი NGO-ების საერთოდ გაქრობა;
➡️ დათრგუნული მოქალაქე, ხმის ამოღების შიში;
➡️ თვითცენზურა და ა.შ.
ამ ეტაპზე უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, „რამდენად თავისუფალია არჩევნები“. საფრთხე ეხება იმ ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც ხელისუფლებას ზღუდავს.
თუ მოქალაქეს აღარ აქვს:
▪️ თავისუფალი მედია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების გამოძიება;
▪️ NGO, რომელსაც შეუძლია ადამიანის უფლებების დაცვა;
▪️ დამოუკიდებელი სასამართლო;
▪️ რეალური პოლიტიკური კონკურენცია;
▪️ მშვიდობიანი პროტესტის უსაფრთხოდ გამოხატვის შესაძლებლობა;
მაშინ მოქალაქე სახელმწიფოს წინაშე სრულად დაუცველი ხდება.
და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მხოლოდ ქართული ოპოზიციის ან ერთი პოლიტიკური ჯგუფის შეფასება არ არის. 23 OSCE-ის მონაწილე სახელმწიფომ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, ხოლო შემდგომ ანგარიშში აღწერილი პრობლემები სწორედ ამ ინსტიტუტების მდგომარეობას შეეხო.
„დასავლეთმა საქართველოზე უარი თქვა“ — ეს ასე არ არის, რეალობა უფრო რთულია.
საქართველო დასავლეთისგან იზოლაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის სრული გაჩერების რეალური რისკის წინაშეა, მაგრამ დასავლეთს საქართველოს მოსახლეობაზე უარი არ უთქვამს.
ყველაზე მძიმე შესაძლო სცენარი:
თუ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა და კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დასუსტდა, პოლიტიკური კონკურენციისთვის აუცილებელი პირობები საერთოდ აღარ იარსებებს.
ამის გრძელვადიანი შედეგები შეიძლება იყოს:
შიში, დუმილი, კადრების გადინება ქვეყნიდან, ინსტიტუტების დასუსტება, კორუფციის კიდევ უფრო ზრდა, ეკონომიკური შესაძლებლობების საგრძნობლად შემცირება, საერთაშორისო იზოლაცია, კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება ერთ გარე ძალაზე, რაც სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია.
ეს უკვე ძალიან მძიმე პერსპექტივაა არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოგრაფიისთვისაც.
P.S. რამდენად შორს წავა ეს პროცესი, საბოლოოდ დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების მოქმედებებზე, ისე საზოგადოების, ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციაზე.










