ორშაბათი, მაისი 6, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკალევან დავითაშვილმა კომპანია „ჩალიკ ენერჯისთან“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების საკითხი განიხილა

ლევან დავითაშვილმა კომპანია „ჩალიკ ენერჯისთან“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების საკითხი განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თურქული კომპანიის „ჩალიკ ენერჯის“ გენერალურ დირექტორ ონურ იუჩეკალთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის განვითარების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ამჟამად მშენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვის სტადიაშია, რომლის დასრულების შემდეგაც ის მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი შიდა ქართლში განხორციელდება და მისი მშენებლობის ეტაპზე დაახლოებით 200 – მდე ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. სადგურის ამოქმედების შემდეგ, 20-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თანამშრომლობს კერძო სექტორთან მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელების მიმართულებით. ითქვა, რომ მხოლოდ 2021 წელს ხელი მოეწერა ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 286 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,144 მლნ. კვტ.სთ იქნება, ასევე ხელი მოეწერა მზის სადგურის განვითარების ხელშეკრულებებს, ჯამური სიმძლავრე 78 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 90 მლნ.კვტ სთ მდე.

ნიგოზას ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლში ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ აშენდება. მისი დადგმული სიმძლავრე – 50 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 195 მლნ.კვტ.სთ იქნება. პროექტის განხორციელება დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა