მთავარიმეცნიერებამეცნიერებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს?

ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოაჩინეს ახალი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტების კვლევის შედეგები ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ბიულეტენში გამოქვეყნდა. პლანეტა დედამიწიდან 117 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს და თეთრი ჯუჯის გარშემო, სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. თეთრი ჯუჯა მცირე ზომის ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი ბირთვული საწვავი ბოლომდე გამოიყენა და გარე ფენები დაკარგა.

თუ მეცნიერების ვარაუდი სწორია, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ასეთი ტიპის ვარსკვლავის სისტემაში სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს. თუმცა, ბრიტანელ ასტრონომებს ამ პლანეტის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ აქვთ. მათი აღმოჩენა 65 ციური სხეულის გადაადგილების ტრაექტორიას ეყრდნობა. ეს ობიექტები ერთმანეთისგან ერთნაირ მანძილზე რჩებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ახლომდებარე პლანეტის გრავიტაცია აკავებს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა