მთავარიპოლიტიკაროგორ მუშაობენ რუსეთის აგენტები | აშშ დაზვერვის შეფასებებს აქვეყნებს და ქვეყნებს აფრთხილებს

როგორ მუშაობენ რუსეთის აგენტები | აშშ დაზვერვის შეფასებებს აქვეყნებს და ქვეყნებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები  დაზვერვის შეფასებებს აქვეყნებს, სადაც გაშიფრულია სქემა როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის აგენტები.

ირკვევა,რომ კრემლი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას მთელ მსოფლიოში დემოკრატიული არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის შესარყევად იყენებს. Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს,რომ არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს ამერიკის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა.

ამავე ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვის მონაცემები და რუსული აგენტურის მუშაობის სქემა უკვე დაგზავნილია ამერიკის 100-ზე მეტ საელჩოში ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.   ვაშინგტონი ქვეყნებს რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მოუწოდებს მიიღონ ზომები არჩევნებში რუსეთის ჩარევის ეფექტის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა