მთავარითავდაცვა-შეიარაღებასაქართველოში "მტკიცე სული 2025-ის" (Agile Spirit 2025) მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები დაიწყო

საქართველოში “მტკიცე სული 2025-ის” (Agile Spirit 2025) მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები დაიწყო

25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში “მტკიცე სული 2025-ის” (Agile Spirit 2025) მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები გაიმართება.

“მტკიცე სული 2025″ ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი აშშ-ს ერთგულებას და ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების მხრივ საერთო გამოწვევების წინაშე მტკიცე ალიანსებისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე.” – წერია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

საერთაშორისო წვრთნები აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერაა დაგეგმილი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის ხელმძღვანელობით ტარდება. მიმდინარე წლის სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ბულგარეთი, გერმანია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინაც მიიღებენ.

“მტკიცე სულის” სწავლება მასპინძელი ქვეყნების თანახელმძღვანელობით ტარდება და მისი მიზანი რეგიონულ უსაფრთხოებაში თანამშრომლობის გაძლიერება, სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინოვაციების ინტეგრირება და NATO-სა და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის ხელშეწყობაა.

“2025 წლის 21 ივლისს აშშ-ს არმიის პარაშუტისტებმა, რომლებიც 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე საკავალერიო პოლკის პირველ ესკადრილიაში იყვნენ განლაგებულნი, დაახლოებით 100 თურქ პარაშუტისტთან ერთად თურქეთში ერთობლივი საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციას მოჰყვა მრავალეროვნული სასწავლო ღონისძიებებისთვის, მათ შორის საცეცხლე მომზადებისთვის, საქართველოში გადაადგილების პროცესი.” – წერია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის ვებგვერდზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა