მთავარიპოლიტიკასენატორი კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით,...

სენატორი კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს

გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ , – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც საქართველოზე საგანგებო მოსმენა მიმდინარეობს.

კარდინის თქმით, რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.

“ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული ორგანიზაციები და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.

მმართველ “ქართული ოცნების” პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად.

კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან”, – განაცხადა კარდინმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სენატორები და კონგრესმენები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა