მთავარიმსოფლიოუკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის და აშშ-ის დროშები
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის და აშშ-ის დროშები

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე.

უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ უკრაინის უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია პირველი სახელმწიფო, რომელთანაც უკრაინამ ეს პროცესი დაიწყო.

უკრაინის დახმარების და უსაფრთხოების გარანტიების დეკლარაციას 2023 წლის ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერებმა.

3 აგვისტოს, ღამით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები გააძლიერებს უკრაინის პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც საბოლოო მიზანი და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა.

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სტრატეგიაში — მზაკვრული გეგმა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

რუსეთ–საქართველოს ომიდან თვრამეტი წლის თავზე 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თექვსმეტი მუხლისგან შემდგარი ხელშეკრულება საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, კანონმდებლობების ჰარმონიზაციასა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა