პარასკევი, მაისი 10, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაღარიბი ხალხის 10 უმდიდრესი ჩინოვნიკი

ღარიბი ხალხის 10 უმდიდრესი ჩინოვნიკი

10 მაღალჩინოსანი, რომელმაც ყველაზე მეტი იშოვა – მილიონერების ათეულის სიაშია საქართველოს პრემიერ მინისტრი.   ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს სამ ბინას, ერთ ავტოფარეხს და 2 არასაცხოვრეველ ფართს ფლობდა.

რა ხდება დღეს? 

  • სამი ბინა
  • 1 ავტოფარეხი
  • 2  არასაცხოვრებელი ფართი
  • ტყე ბაკურიანში 
  • 500 000 ლარის მაჯის საათები
  • საგვარეულო მამულები
  • ღვინის ბიზნესი “ქართული ფესვები” (მამის, სახელზე)
  • RANGE ROVER VELAR, AUDI 8

მილიონერთა სიაშია ქვეყნის პირველი პოლიციელი. 2012 წლამდე ვახტანგ გომალაური და მისი ცოლი 2 ბინას ფლობდნენ ვარკეთილში. 

რა ხდება დღეს?

  • სახლი ტაბახმელაში 2000 M2
  • ბინა “აქსის თაუერსში” 200 M2 (1 M2 – 3500$)
  • 2 მიწის ნაკვეთი
  • 2 მიწისქვეშა ავტოფარეხი (ჭავჭავაძის ელიტურ კორპუსში)
  • ბეთლაივი, თეგა, მცხეთის რესტორანი

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, მას 2012 წლამდე დეკლარაცია არ აქვს შევსებული. რაც შეეხება უახლეს დოკუმენრტს ქონების ჩამონათვალი შთამბეჭდავია:

  • 34 138 M2 მიწის ნაკვეთები
  • ღვინისა და სპირტის ქარხნები
  • მარანი კახეთში
  • ვენახები
  • მშენებარე ობიექტები
  • 4 სართულიანი სახლი
  • შვილისთვის ნაყიდი მიწა კარკასით

მოქმედი ბიზნესომბუდსმენის ქონება 2013 წელს 1 ბინისგან, შინდისში სახლისგან, სამი ბინისგან შეფგებოდა. ქონება ჯამში კი 155 000 $-სგან შედგებოდა. 

რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია დღეს?

  • რესტორანი ბათუმში – 500 000$
  • აპარტამენტი ბათუმში – 148 000$
  • სახლი კაკლების უბანში
  • მიწის ნაკვეთი 2400M2

გამდიდრდა ე.წ. სასამართლო კლანის ლიდერიც – ლევან მურიუსიძე 2012 წელს 1 ბინას ფლობდა. დღეს ლავენ მურუსიძისა და მასთან არასამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანიას ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

ლევან მურუსიძე

  • სახლი ძეგვში – მიწის ნაკვეთის ღირებულება – 105 000$
  • მიწის ნაკვეთი კახეთში
  • მარცვლეულის ბიზნესი

ლელა ჭანია

  • ბინა საირმეზე – 50 000$
  • ბინა მირიან მეფის გამზირზე – 40 000$
  • 627M2 მიწის ნაკვეთი –  38 000$
  • 700 M2 მიწის ნაკვეთი დიღომში – 45 000$
  • ბინა ბათუმში – 35 000$
  • სამაჯური 10 000$
  • ბეჭედი 3 000$

რაც შეეხება შალვა ტადუმაძეს, 2012 წლის მონაცემით, მას და მის მეუღლეს 4 ბინა და 1 არასაცხოვრებელი ფართი ჰქონდათ. 

რა ხდება დღეს?

  • 2 კომერციული ფართი საბურთალოზე – 140 000$
  • 2 კომერციული ფართი ბოხუას ქუჩაზე – 258 000$
  • 2 ბინა (ბახტრიონზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე)
  • აგარაკი მცხეთაში

ყველაზე გამორჩეული TOP 10-ში “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილია. 2016 წელს მის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, არაფერი ირიცხებოდა. 

როგორია მათიკაშვილის ქონებები დღეს?

  • 4 ბინა “არქის” კომპლექსში – 120 000$
  • მიწის ნაკვეთი თხინვალში – 90 000$

თვალსაჩინოდ გამდიდრებულია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვანო ზარდიაშვილიც. 2013 წლის მონაცემით ეს უკანასკნელი 2 ბინას და 2003 წლიან მერსედესს ფლობდა. 

ბოლო დეკლარაცია ასეთია:

  • 6 ბინა
  • 1 ავტოფარეხი
  • 1 კომერციული ფართი (მამის სახელზე)
  • ბინა “არტ ჰაუს პლაზაში” – 2 000 000 ლარი

TOP 10-ში შევიდა მერიის მაღალჩინოსანი, ირაკლი ხმალაძე. 2014 წელს 1 ბინის და მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო. თბილისის ვიცე-მერის ქონება დღეს ძალიან ძვირადღირებულია: 

  • მიწის ნაკვეთი ლისზე – 108 000$
  • სახლი – 275 000$
  • სახლი გაყიდა რუსეთის მოქალაქეზე – 1 000 000$

მიხეილ ჩინჩალაძე ოფიციალურად მილიონერია – 2014 წელს ფლობდა ბინას (145 M2) და მიწის ნაკვეთს საგურამოში (1500M2)

რა ხდება დღეს? 

  • ბინა ბახტრიონზე (ჩუქება)
  • სახლი საგურამოში
  • 2 ბინა მამიდის სახელზე
  • სამი ავტოფარეხი
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს.  30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა