მთავარითავდაცვა-შეიარაღებაშეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი აქვს

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი აქვს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის მაისში გამართა ახალი ანტისარაკეტო სისტემის Golden Dome(ოქროს გუმბათი) შექმნის გეგმის პრეზენტაცია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე იარაღი განათავსა.

მედიასაშუალებების, მათ შორის Washington Post-ის, ABC-ის, Financial Times-ის და BBC-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა ტროი მინკმა 14 სექტემბერს მერილენდში, საჰაერო-კოსმოსური ძალების ასოციაციის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ორბიტაზე აქვთ კოსმოსური კონტროლის იარაღი, რომელსაც შეუძლია შეერთებული შტატების გაერთიანებული ძალების დაცვა მოწინააღმდეგის მტრული მოქმედებებისგან.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა იარაღია ეს და როდის განთავსდა ორბიტაზე.

დღემდე აშშ-ის ოფიციალური პირები საჯაროდ საუბრობდნენ მხოლოდ კოსმოსში სამხედრო პოტენციალის გაძლიერების განზრახვაზე და მიუთითებდნენ რუსეთისა და ჩინეთის პროგრამებზე, რომელთა მიზანია სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკული თანამგზავრების მუშაობის დარღვევა.

  • 2025 წლის მაისში, როცა აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ანტისარაკეტო სისტემის Golden Dome(ოქროს გუმბათი) შექმნის გეგმა წარმოადგინა, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სისტემა მოიგერიებს კოსმოსიდან გაშვებულ რაკეტებსაც კი და მისი ეფექტიანობა თითქმის 100% იქნება.
  • 2026 წლის ივნისში შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა „ოქროს გუმბათის“ პირველი გამოცდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა 1967 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ. ის არ გავრცელებულა ჩვეულებრივ შეიარაღებაზე.

2024 წლის გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთმა კოსმოსში განათავსა თანამგზავრი, რომელსაც სხვა თანამგზავრებზე შეტევა შეუძლია და ბირთვული მუხტის შემცველი თანამგზავრის განთავსების განზრახვაც აქვს.

მოსკოვში ეს უარყვეს, თუმცა იმავე წელს რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ვეტო დაადო აშშ-ისა და იაპონიის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ეხებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპის მემარჯვენე შემობრუნება: უკრაინის ომი, საქართველოს მომავალი და დასავლეთის ბედი — ვინ გაძლიერდება და ვინ დასუსტდება?

თუ საფრანგეთსა და გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ძალები ხელისუფლებაში მოვლენ და მათი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებასა და რუსეთთან დაახლოებას დაეფუძნება, ეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ საერთაშორისო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა