მთავარისაზოგადოებაშსს ისევ რუსულ პროგრამებს ყიდულობს - ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის

შსს ისევ რუსულ პროგრამებს ყიდულობს – ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის

საქართველოში ფაქტიურად ყველა ძალოვანი სტრუქტურა აღჭურვილია რუსული პროგრამებით, იქნება ეს თავალთვალის, საგამოძიებო სტრუქტურებში სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების მონტაჟისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო/ფოტო ექსპერტიზას მოსკოვში სერტიფიცირებული პროგრამით ჩაატარებს. “ოტ კონტაქტ” ის კომპანიაა, რომლის პროგრამითაც სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებებში მონტაჟის კვალს ამოწმებენ. ამაში 140 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ. შუამავალი კომპანია „საექსპერტო სისტემებია“. წერილი მინისტრის მოადგილეს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის გასაცემად 10 აგვისტოს გაეგზავნა, სავარაუდოა, რომ დღე-დღეზე ხელშეკრულებაც გაფორმდება.  

მოსკოვში რეგისტირებული კომპანიის პროგრამა ძალოვანი უწებისთვის ერთადერთი არ არის, ანაბეჭდების სისტემა ბელარუსული კომპანია ტოდესის საკუთრებაა და მილიონზე მეტი გვიჯდება. რუსული და ბელარუსული პროგრამები ერთ დღეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს. ექსპერტები “ქართულ ოცნებას” ახსენებენ, რომ ოკუპანტმა ერთ დღეს შესაძლოა სამინისტროებს ეს პროგრამები გაუთიშოს.

რუსულ პროგრამებში ხშირად არის ჩაშენებული ფარული წვდომის მექანიზმები, რაც ნიშნას, რომ მონაცემები შესაძლოა, ოკუპანტის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს. დამატებით კი რუსულ კომპანიებს ვალდებულება აქვთ, როდესაც ეფესბე მოსთხოვს, ნებისმიერი ინფორმაცია გადასცენ. ეს ყველაფერი კი აჩენს რისკს, მონაცემები რუსულ სერვერებზე პირდაპირ გადაიტვირთოს.

რუსული ტექნოლოგიური კომპანიები სანქციების ქვეშ არიან, ეს კიდევ ერთი რისკია. რა განმარტებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

წყარო: tvpirveli.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა