მთავარისაზოგადოება“ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს, მოვალეობაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და დააბრუნოს ქვეყანა კანონით...

“ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს, მოვალეობაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და დააბრუნოს ქვეყანა კანონით განსაზღვრულ განვითარების გზაზე” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მიმართებაში:

“საბოლოოდ წვავენ ბოლო ხიდებს ევროპასთან, ანუ თავზე გვახევენ კონსტიტუციას. თან ისე უტიფრად, რომ იქით ევროპას ედავებიან და აქეთ ჩვენ…

სამართლებრივად და ფაქტობრივად ადგილი აქვს სახელისუფლებო კაბინეტებში მოკალათებული დაჯგუფების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

ამ დროს ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს, მოვალეობაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და დააბრუნოს ქვეყანა კანონით განსაზღვრულ განვითარების გზაზე.

სწორედ ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა