მთავარიმსოფლიოაშშ ფედერალური კანონის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

აშშ ფედერალური კანონის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

აშშ ფედერალური კანონის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს  – შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

იუსტიციის დეპარტამენტი, როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფედერალური კანონები დაიცვან.

იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონები, რომლებიც ავალდებულებს პირებს, დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ; ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. დეპარტამენტი აღიარებს და იცავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით და რომლებიც საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვას ცდილობენ. დეპარტამენტი არ მიიღებს ზომებს ვინმესთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული უფლების შესაზღუდად. ასევე, არცერთ გადაწყვეტილებაზე არ მოახდენს უკანონო გავლენას ვინმეს პოლიტიკური კუთვნილება, საქმიანობა თუ შეხედულებები” – აღნიშნულია განცხადებაში

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა