ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ – 74, ლატვიამ – 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.
“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა მოგზაურობის აკრძალვის სიაში საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი.
“ოცნების” რეჟიმის მსახურების დასანქცირება დაადასტურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:
“ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე და შეუზღუდავი ვადით ავუკრძალე ლატვიაში შემოსვლა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61(2) მუხლის შესაბამისად”, – დაწერა X-ზე ბაიბა ბრაჟე.
რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ თავდაპირველად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:
მოსამართლეები:
- ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კეჟაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებურაძე, ეკა ბარბაქაძე
პროკურორები:
- ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირიძე, ვერა დოლიძე
პოლიციის თანამშრომლები:
- გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე
- აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი – გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
- ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი – გოჩა ვანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრები:
- ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია
მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები:
- კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე
ამასთან, ივანიშვილის რეჟიმის 55 წარმომადგენელს სანქციები ესტონეთმაც დაუწესა.