მთავარიმსოფლიობრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია და საფრანგეთი ქმნიან ბირთვული საწვავის ალიანსს

ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია და საფრანგეთი ქმნიან ბირთვული საწვავის ალიანსს

ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელმაც მიწოდების საერთო ქსელები უნდა განავითაროს ბირთვული საწვავისთვის.

განცხადება, რომელიც 16 აპრილს, დიდი შვიდეულის (G7) მოლაპარაკებებზე გაკეთდა იაპონიის ქალაქ საპოროში, მიემართება რუსეთის განდევნას ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან – აცხადებს ბრიტანთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ხუთი ქვეყანა გამოიყენებს სამოქალაქო მიზნებისთვის მოქმედ ბირთვული ენერგიის სექტორს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხაროს რუსეთის ძალაუფლებას მიწოდების ქსელებზე – რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წაართმევს მნიშვნელოვან წყაროს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებისთვის.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა