პარასკევი, აპრილი 19, 2024
Google search engine
მთავარისამართალიევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 17 იანვარს ევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სარჩეილი საია-მ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გაგზავნა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჩივრის გაგზავნიდან (2022 წლის 4 ნოემბერი) არსებითი განხილვის ეტაპის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ დროში მოხდა.

“საჩივარში საია დავობს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 05 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს, შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 05 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან საჩივარში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 05 ივლისს განვითარებულ მოველენებზე კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა. ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიანმთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ასოცირებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემთან”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, კერძოდ, არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის  მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო. სასამართლომ პასუხის წარმოსადგენად ვადად სახელმწიფოს 2023 წლის 09 მაისი განუსაზღვრა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა