მთავარი თავდაცვა-შეიარაღება ვანო ნადირაძე მეცხრეა “კოდორი-2007” ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ – შავი...

ვანო ნადირაძე მეცხრეა “კოდორი-2007” ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ – შავი ბურუსით მოცული საქმე

0
52

დაშა ბერულავა

❗️ ვანო ნადირაძე მეცხრეა “კოდორი-2007” ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ

❗️შარშანდელი აფეთქება ხომ გახსოვთ, Battleground-ში? სამი ადამიანი დაიღუპა მაშინ და ერთ-ერთი იყო კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე. ის მერვე იყო კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც ან პირდაპირი ტერაქტით მოკლეს, ან გაურკვეველ/საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ.

მეცხრეა ვანო ნადირაძე, რომელიც “კოდორი-2007”-ში ასევე, მონაწილეობდა (ჩვენს სპეცრაზმელებს დივერსანტების კოორდინატებს, გადაადგილების მარშრუტს აწვდიდა).

🇬🇪🇺🇦 ჯერ მივყვეთ ვანოს ამბავს, თვითონ რას ამბობდა “კოდორი-2007”-ზე: 2017 წელს ვანო ნადირაძემ ინტერვიუ მისცა “რუსთავი-2”-ს. ის მიიჩნევდა, რომ შემთხვევით გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ „კოდორი 2007“-ის მონაწილეებზე გამოცხადებული ნადირობისას, ანუ 2015 წელს, როცა რამდენიმე მონაწილე ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა, საქართველოში არ იყო. ვანო ამბობდა, რომ ამავე პერიოდში გარკვეული საეჭვო მოქმედებები მის მიმართაც განხორციელდა, თუმცა, უკვე უკრაინაში, სადაც მისი მოკვლა სცადეს. ეს ინტერვიუ არის არქივში, შეგიძლიათ მოიძიოთ…

↘️ ვანო ნადირაძე, როგორც უკრაინის სპეციალური ძალების ოფიციალური თანამშრომელი, ექვემდებარებოდა პერიოდულ სამედიცინო გამოკვლევებს, მცირე პრობლემის შემთხვევაში უშვებდნენ რეაბილიტაციაზე და ასეთი პროცესი მას გავლილი აქვს, როცა ფეხი ტკიოდა. არანაირი ჩივილები გულთან დაკავშირებით მის პირად ისტორიაში არ არის და არც ბოლო სამედიცინო შემოწმების დროს აღნიშნულა პრობლემები, სხვაგვარად მოუწევდა ისევ სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა…

↘️ამის შემდეგ კი მხოლოდ იმან გააგრძელოს კითხვა, ვისაც აინტერესებს, როგორ იძიეს შური რუსულმა სპეცსამსახურებმა “კოდორი-2007”-ის მონაწილეებზე – დეტალურადაა ყველაფერი:

↘️ კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე სამი პირი დაპატიმრებულია 2013 წლიდან. ექვსი პირი საქართველოდან გაქცეულია, ხოლო უკვე ცხრა პირი გარდაცვლილია საეჭვო ვითარებაში, დანარჩენი რამდენიმე კი, როგორც გენერალი თათუხაშვილი ამბობს, გადაბირებულია.

↘️ შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი პირველი იყო, რომელმაც მსგავს ღონისძიებებში მონაწილე სამხედროების გარდაცვალებისა და თუ პატიმრობის საქმეში რუსული სპეცსამსახურების კვალის ძებნა დაიწყო და ლოგიკურ ჯაჭვს გაჰყვა.

↘️ მან გამოთქვა ეჭვი, რომ სამხედრო პირების გარდაცვალება სულაც არ იყო უბედური შემთხვევების ან მათი ჯანმრთელობის გაუარესების ბრალი.

↘️ როგორც თათუხაშვილი ჰყვება, საქართველოს პროკურატურაში სამხედრო პირების დაკითხვას რუსული სპეცსამსახურების ორი წარმომადგენელი მუდმივად ესწრებოდა. თემა კი, რომელიც რუსული მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, 2007 წელს კოდორში ჩატარებული სპეცოპერაციაა.

↘️ რუსული მხარე მოითხოვდა, რომ ქართველ სამხედროებს ეღიარებინათ აფხაზეთში სამშვიდობოებზე თავდასხმა. როგორც თათუხაშვილი ამბობს, სწორედ ამ მიზნით, ჯერ შს სამინისტრო და პროკურატურა იტაცებდა სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს, შემდეგ კი მათ წამებით აიძულებდნენ გრუ-სთვის სასურველი ჩვენების მიცემას.

↘️ დაკითხული პირებიდან ყველა სხვადასხვა გარემოებებში გარდაიცვალა.

↘️ 2010 წლის 5 მაისს ბათუმში, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს დიმიტრი კორძაძე.

↘️ კორძაძე 2004-2007 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში, იყო განსაკუთრებულ დავალებათა ზუგდიდის მე-2 სამმართველოს უფროსი და მონაწილეობდა 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციაში. ბოლო წლებში ის იყო აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსიც.

↘️ აფეთქებიდან რამდენიმე დღეში დიმიტრი კორძაძის მკვლელობა შს სამინისტრომ გახსნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ და მოტივი შურისძიება იყო.

↘️ შს სამინისტრომ გაშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც კორძაძის მკვლელობის დაკვეთა მოხდა. 2009 წელს მოპარული ავტომანქანების რეალიზატორებს – ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას – დაუკავშირდნენ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალმერ ბუთბა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის წევრი სლავიკ ვარდანია და მათ ორი რუსი მამაკაცი გააცნეს. რუსებმა ოთარ როგავასა და თეიმურაზ ბუთბაიას დიმიტრი კორძაძის ფოტოსურათი გადასცეს და მისი საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სთხოვეს.

↘️ ამ დავალების შესასრულებლად, ავანსის სახით, როგავამ და ბუთბაიამ 5 000 აშშ დოლარი მიიღეს. „საქმის შესასრულებლად” მათ დახმარება ბათუმელ მეგობრებს – დავით როყვას, გიორგი გაბუნიას, ლევან ქარცხავას სთხოვეს და მათი მეშვეობით დაადგინეს ოფიცერ კორძაძის გადაადგილების მარშრუტი.

↘️ შსს-ს ცნობით, 2010 წლის მარტში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგავა და ბუთბაია ისევ შეხვდნენ რუსეთის მოქალაქეებს და მათგან მიიღეს დავალება კორძაძის აფეთქების შესახებ.

↘️ ასევე, მიიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და კიდევ 5000 აშშ დოლარი. 2010 წლის 5 მაისს ბუთბაიამ მოწყობილობა კორძაძის მანქანაში დაამონტაჟა. ოფიცრის მკვლელობის შემდეგ ბუთბაია და როგავა დამკვეთებს ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვდნენ და მათგან გასამრჯელოდ 42 000 ათასი აშშ დოლარი მიიღეს.

↘️ შსს-მ დანაშაულის ჩადენისა და ხელშეწყობის ბრალდებით თემურ ბუთბაია, ოთარ როგავა, დავით როყვა და ლევან ქარცხავა დააკავა. ოთარ როგავამ ციხის საპყრობილეში თავი მოიკლა. როგორც გაირკვა, დამკვეთები, რომლებიც დავალების შემსრულებლებს აფხაზეთში ხვდებოდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ-ს) თანამაშრომლები იყვნენ. მაშინ შს მინისტრი აცხადებდა, რომ ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობდა.

↘️ 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მალევე პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების დაკავება და სხვადასხვა საქმეზე მათი დაკითხვა დაიწყო.

↘️ ასე დააკავეს 2012 წელს ე.წ. „ხურჩის ტერაქტზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

↘️ შამათავას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად სერგეი ბაღაფშის ინტერვიუ და აფხაზეთის დე-ფაქტო სამართალდამცავების განცხადებებიც შეიტანეს. საქმეში ასევე, იდო ვლადიმერ არლანის და რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრ დორდიევისა და, ასევე, რუსლან ქიშმარიას განცხადებები. ამ ყველაფრით კი, ბრალის წარდგენისას, საქართველოს პროკურატურამ იხელმძღვანელა.

↘️ შამათავას დაკავების შემდეგ დააკავეს ასევე, „კოდორი 2007“-ის მონაწილე, აფხაზეთის კუდ-ის მაღალჩინოსანი ალექსანდრე დანელია, რომელსაც ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს. თუმცა, ვიდრე შსს დანელიას დაკავების შესახებ ოფიციალურად განაცხადებდა, ის რამდენიმე დღე გამქრალი იყო.

↘️ როგორც მოგვიანებით თვითონ თქვა, ის გატაცებული ჰყავდათ და კონსპირაციულად კითხავდნენ. მოგვიანებით კი დანელია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.

↘️ „დანელია იყო ომის ვეტერანი. ხურჩის და მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. სპეცოპერაცია „კოდორი-2007“-ის დროს ჰქონდა საძახისი „იუსტასი“, რომელიც შემდეგ შერჩა მეტსახელად.

↘️ 2012 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც მაშინ დაადასტურა. გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 4 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება მისი დაკავების შესახებ.

↘️ 2013 წლის 20 ოქტომბერს, დაღუპვამდე რვა დღით ადრე, ალექსანდრე დანელიამ განაცხადა, რომ ის და სერგო უბილავა იყვნენ გატაცებულნი.

↘️ 2013 წლის 24 ნოემბერს ალექსანდრე დანელია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ორი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებულია ორი გასროლა და ტყვია, რომელმაც დანელიას სიკვდილი გამოიწვია, მარცხენა მკერდის მხრიდან გამოვიდა და მარცხენა ხელზეც მოხვდა“ – ამბობს გოგი თათუხაშვილი.

↘️ აქვე საინტერესოა ის დეტალიც, რომ ალექსანდრე დანელია საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი სწორედ რომან შამათავას საქმის გამომძიებელმა იპოვა.

↘️ დანელიასთან ერთად ჯერ გაიტაცეს და მერე დააპატიმრეს „კოდორი 2007“ მონაწილე სერგო უბილავა. აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი სერგო უბილავა 2003 წლიდან შინაგან ჯარში მსახურობდა. 2005-2012 წლებში – მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარ სამმართველოში. იყო ომის ვეტერანი. „კოდორი 2007“-ის გარდა, უბილავა, ასევე, იყო ხურჩისა და სხვა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე.

↘️ „როცა ვერ მოიპოვეს მისგან სასურველი ჩვენება, დაიწყეს მედიკამენტოზური ზემოქმედება, რასაც ვერ გაუძლო სპეცრაზმელმა. უბილავა 2014 წლის 17 მარტს ციხეში გარდაიცვალა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანის, სპეცრაზმელისა და სპორტსმენის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ციროზი დასახელდა“ – ამბობს თათუხაშვილი.

↘️„კოდორი 2007“ საქმეზე ჩვენების გამოძალვას ცდილობდნენ შალვა თათუხაშვილისგან. 2014 წლის 25 თებერვალს ის გაიტაცეს და 20 დღეზე მეტხანს ჰკითხავდნენ, როგორც ნავთლუღის სპეცოპერაციის, ასევე, კოდორის სპეცოპერაციის საქმეზე.

↘️ როგორც მისი მამა გოგი თათუხაშვილი აცხადებს, პროკურატურაში შალვა თათუხაშვილისა და უბილავას დაკითხვას რუსი სპეცსამსახურების ორი წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს ინფორმაცია, როგორც თავად თათუხაშვილი „ქართულ გაზეთთან“ აცხადებდა, მათ მიაწოდა თავად შალვა თათუხაშვილმა, რომელიც დაკითხვებიდან რამდენიმე წუთით დააბრუნეს სახლში.

↘️ შალვა თათუხაშვილის გარდაცვლებიდან ზუსტად ერთ თვეში ავტოკატასტროფაში მოჰყვა და გარდაიცვალა თათუხაშვილის მძღოლი ივანე ივანიძე. ივანიძე 1995 წლიდან შინაგან ჯარში მსახურობდა. გოგი თათუხაშვილი თვლის, რომ არც ივანიძის გარდაცვალება ყოფილა უბედური შემთხვევის ბრალი და ესეც დაგეგმილი მკვლელობა იყო.

↘️ ასევე, ეჭვს იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუსი-ს სპეცრაზმის უფორისის,ზვიად ლაგვილავას დაღუპვის საეჭვო დეტალები. ლაგვილავა ასევე იყო კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე. როგორც ლაგვილავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი ადვოკატი მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, ლაგვილავას მკვლელობა წინაწარ დაიგეგმა და განხორციელდა, კვალის დაფარვის მიზნით კი სუს-ის შენობაში დაზიანებული წყლის ავზი დამონტაჟდა, რომლის აფეთქებაც მოხდა და ინსცენირება მოეწყო, თითქოს ლაგვილავას დაღუპვა ავზის აფეთქებამ გამოიწვია.

↘️ გოგი თათუხაშვილი ლაგვილავას მკვლელობაშიც რუსულ კვალს ხედავს და არ ეთანხმება ვერსიას, რომ ის მოკლეს, რადგან კონტრაბანდაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაზე ჰქონდა ინფორმაცია.

↘️კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც უშუალოდ ფიგურირებენ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები, 2016 წელს მოხდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი ვახტანგ ქირია ჯერ გაქრა, შემდეგ კი ის მოკლული იპოვეს.

↘️ მის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძინა კუჭავას დაკავების მცდელობისას, გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა. კუჭავას გარდაცვალების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი გვარად პოპოვები, რომელებიც გამოძიების ვერსიით, კუჭავას ქირიას მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებაში ეხმარებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ პოპოვები რუსული სპეცსამსახურიდან იყვნენ და კუჭავა მათ თავად მოკლეს…

↕️ მასშტაბებზე დასკვნები თავად გამოიტანეთ…

ვანო ნადირაძის ექსკლუზიური ინერვიუ!
“კოდორი 2007”-ის სპეცოპერაცია – სამხედრო მაღალჩინოსანმა, ვანო ნადირაძემ, საქართველოს დატოვებამდე “კურიერს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
იხ, ლინკზე: https://rustavi2.ge/ka/news/91214

ასევე იხილეთ არქივიდან!

სპეცოპერაცია “კოდორი-2007”-ის მონაწილეთა ნაწილი ციხეშია, ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი – გადაიბირეს

http://www.fmabkhazia.com/news/16174-specoperacia-kodori-2007-is-monaciletha-nacili-cixeshia-nacili-mokles.html

გრუ-ს სისხლიანი კვალი – „კოდორი 2007“-ის მონაწილე საეჭვო ვითარებაში დაღუპული მებრძოლების სია
https://forum.ge/?f=29&showtopic=34924579

Revenge on Georgian Soldiers, 7 Participants of “Kodori 2007”, Killed in Suspicious Situation
https://www.youtube.com/watch?v=gGQjg2V0LJ4

https://forum.ge/?f=29&showtopic=34924579

https://mtavari.tv/news/33081-kodori-2007-shi-monacile-spetsrazmelebidan-6
https://mtavari.tv/news/33081-kodori-2007-shi-monacile-spetsrazmelebidan-6

კომენტარები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ