მთავარითავდაცვა-შეიარაღებავინ რამდენს ხარჯავს ბირთვულ იარაღზე? – 2025 წლის ანგარიში

ვინ რამდენს ხარჯავს ბირთვულ იარაღზე? – 2025 წლის ანგარიში

სამშაბათს „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მასშია აღნიშნული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს მიერ არსენალზე დახარჯული თანხები 2025 წელს თითქმის მეხუთედით გაიზარდა და $119 მილიარდი შეადგინა.

ცნობისთვის, „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა, რომელიც წლიური ხარჯების მონიტორინგს 2020 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ბირთვული იარაღის არსენალზე ხარჯების 19%-ით ზრდა კი მონიტორინგის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯგუფი მონიტორინგს უწევს ბირთვული იარაღის მფლობელ ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აშშ-მა ბირთვული იარაღის არსენალზე $69.2 მილიარდი დახარჯა, რაც ყველა დანარჩენი სახელმწიფოს ჯამურ დანახარჯებს აღემატება. წინა წელთან შედარებით, აშშ-ის დანახარჯის ზრდამ რეკორდული 22% შეადგინა.

ბირთვულ არსენალზე მეორე ყველაზე დიდი ხარჯი ჩინეთმა გასწია. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აზიურმა ქვეყანამ $13.5 მილიარდი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ შარშან ბირთვული არსენალის ხარჯებით დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს გადაასწრო. გაერთიანებული სამეფოს ბირთვული არსენალის ხარჯებმა წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტი, $12.6 მილიარდი შეადგინა. რუსეთის ხარჯები კი ამავე პერიოდში მხოლოდ 6%-ით, $9.5 მილიარდამდე გაიზარდა.

#ქვეყანაწლიური ხარჯი (2025)ზრდა წინა წელთან შედარებით
1აშშ$69.2 მილიარდი22%
2ჩინეთი$13.5 მილიარდი7%
3დიდი ბრიტანეთი$12.6 მილიარდი17%
4რუსეთი$9.5 მილიარდი6%
5საფრანგეთი$7.7 მილიარდი8%
6ინდოეთი$2.8 მილიარდი12%
7პაკისტანი$1.5 მილიარდი18%
8ისრაელი$1.2 მილიარდი2%
9ჩრდილოეთი კორეა$656 მილიონი4%

დავით ბერაძე
წყარო: forbes.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა