ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიომოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ: ვწუხვარ, რომ რუსეთმა საქართველო კვლავ თავის ორბიტაზე დააბრუნა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ: ვწუხვარ, რომ რუსეთმა საქართველო კვლავ თავის ორბიტაზე დააბრუნა

🇲🇩 მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს აზრით, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.

ამის შესახებ სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სანდუმ ისაუბრა რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებზე და თქვა, რომ მოლდოვა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას.

„მსგავს ზეწოლას ჩვენ ვხედავთ მთელ ევროპაში. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევით გაუძლო. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ.

მაგრამ ვწუხვარ, რომ ვუყურებ საქართველოს, — მიუხედავად ქართველი ხალხის სიმამაცისა, რომელიც აგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას — რუსეთმა საქართველო უკან, თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით, მიანიშნა რა, რომ არასწორი საარჩევნო არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.

ახლა სომხეთი ხდება იგივე სტრატეგიის სამიზნე, რომლის მიზანია სუვერენიტეტის შესუსტება, დემოკრატიულ არჩევანზე გავლენის მოხდენა და შიდა სუსტი წერტილების გამოყენება. ჩვენ ვდგავართ სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი მუშაობენ ამ ზეწოლის დასაძლევად და თავიანთი დემოკრატიული მომავლის დასაცავად“, — განაცხადა მაია სანდუმ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასაც განიხილავს – სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი .  დოკუმენტი "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. მასში ასახულია, თუ რა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა