მთავარიპოლიტიკა"ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე!" - ზურაბიშვილის გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" და პროტესტი "ჯორჯიან...

“ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე!” – ზურაბიშვილის გაფრთხილება “ქართულ ოცნებას” და პროტესტი “ჯორჯიან ეარვეისს”

ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე – პრეზიდენტის გაფრთხილება ხელისუფლებას. სალომე ზურაბიშვილი რუსულ ქორწილს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ რუსული ქორწილი ჩაიშალა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს არწმუნებს, რომ საქართველო უკვე დატოვეს რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომელიც ქორწილისთვის იყვნენ ჩამოსული – “რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვის და სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?” – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ვოიაჟს საქართველოში და საზოგადოების გამარჯვებად აფასებს ქორწილის ჩაშლას. პრეზიდენტი ბოიკოტს უცხადებს ,,საქართველოს ავიახაზებს” და უარს ამბობს ისარგებლოს იმ ავიაკომპანიით, რომელიც მოსკოვში რეისს დიდი სიხარულით შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში საფრთხეებს ხედავს.

„არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი.

მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ რუსეთის თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა