მთავარიმსოფლიორომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხი - 2026 წლის რეიტინგი

რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხი – 2026 წლის რეიტინგი

2026 წლის ცხოვრების ხარისხის რეიტინგში პირველ ადგილს შვედეთი იკავებს, მას დანია და კანადა მოსდევს, – ამის შესახებ ირკვევა The Wharton School-ის 2026 წლის მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული სტატიიდან.

მონაცემები აჩვენებს, რომ ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის 20 ევროპულია, მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩევიან სკანდინავიური ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ აშშ რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს და „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციაზეა.

„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 ქვეყანასაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხით:

  • შვედეთი – 100 ქულა;
  • დანია – 98.2 ქულა;
  • კანადა – 95 ქულა;
  • შვეიცარია – 94.8 ქულა;
  • ფინეთი – 92.4 ქულა;
  • ნორვეგია – 92.4 ქულა;
  • ნიდერლანდები – 90.8 ქულა;
  • ავსტრალია – 87.5 ქულა;
  • გერმანია – 82.9 ქულა;
  • ბელგია – 78.6 ქულა.

ავტორი: მერი ტაბატაძე

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან. ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა