ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"საქართველოს მხედველობაშია EU-ის სტატუსი, წევრობა შორეული ოცნებაა" - Reuters-ის სტატია

“საქართველოს მხედველობაშია EU-ის სტატუსი, წევრობა შორეული ოცნებაა” – Reuters-ის სტატია

“საქართველოს მხედველობაშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობა ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა” – ამ სახელწოდებით Reuters-ი ევროკავშირის სამიტამდე 2 დღით ადრე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზე საუბრობს.

სტატიის თანახმად, იმ დროს, როდესაც უკრაინის იმედი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მიმდინარე კვირაში სამიტზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, “კიდევ ერთი პოტენციური წევრი, საქართველო, ასევე შეეცდება პროგრესს სასურველ კლუბში საბოლოო გაწევრიანებისთვის”.

სტატიაში მოყვანილია გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ყველგან ფრიალებს ევროკავშირის დროშები, როგორც სამთავრობო და ბიზნეს შენობებიდან, ასევე კერძო სახლებიდანაც.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ქართველი ხალხის “ასეთი ენთუზიაზმი” არ იქნება საკმარისი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების მხრიდან EU-ს და NATO-ს წევრობის მხარდაჭერისა, რეფორმების გამოცდილებამ გააჩინა კითხვები, რამდენად სერიოზულია ეს”.

“რუსეთის მიმართ მთავრობის შემრიგებელმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა”, – აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი სტატიაში ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ციტირებს, რომელიც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ის ამბობს, რომ “საქართველოს შემთხვევაში, არის მთავრობა, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო დაინტერესებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებით, ვიდრე ევროკავშირის გზაზე წინსვლით”.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა თქვა, რომ საქართველომ უკან დაიხია ზოგიერთ საკვანძო რეფორმაში, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ “ევროკავშირს არ სურდა ისეთი ქვეყნის გაუცხოება, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ დაბრუნებულიყო”. მისი თქმით, “ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი ბალანსის პოვნაა”.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა