აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს.

აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ტრამპს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა იგი მოკავშირეების შიშებზე, რომ რუსეთი შესაძლოა, მათაც დაესხას თავს.
“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს რამდენიმე მოკავშირეს უთქვამს, რომ ისინი შიშობენ, რომ იქნებიან შემდეგი, რომელსაც რუსეთი თავს დაესხმება. თქვენ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ გისაუბრიათ. როგორ ფიქრობთ, მართებულია ეს შიშები?” – ჰკითხა ტრამპს რეპორტიორმა.
შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “ასე არ ფიქრობს”, ხოლო როდესაც “ეს გაკეთდება”, გულისხმობს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, “დასრულდება”.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს რუსეთს მიერ აშშ-ს მოკავშირეებზე თავდასხმის შესაძლებლობას, აშშ უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდეს.
“არა, ასე არ [ვფიქრობ]. ვფიქრობ, როდესაც ეს გაკეთდება, ეს დასრულდება. მათ ყველას სახლში წასვლა და დასვენება ენდომებათ. ვერ ვხედავ ამის მოხდენის [რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობას]. და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არ მოხდეს. არ მოხდება, თუმცა ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არ მოხდეს”. – თქვა ტრამპმა.