მთავარიUncategorizedუკრაინაში ომის გაყინვის თაობაზე, მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას შეეცადა - Reuters

უკრაინაში ომის გაყინვის თაობაზე, მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას შეეცადა – Reuters

Reuters-ი მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობითი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. 


წყაროების თქმით, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების გაყინვას ფრონტის ხაზზე ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და არ სურდა მის მიერ ოკუპირებული, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა.


სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე შეერთებული შტატები არ აწარმოებს რუსეთთან ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა უკრაინის ინტერესებზე. რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. პუტინის მხრიდან ასეთი მზადყოფნის შესახებ იანვრის ბოლოს Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

ამერიკელების მტკიცე უარის შემდგომ კრემლი ისევ აგრძელებს გზების ძიებას თუ როგორ გაყინოს ომის ცხელი ფაზა, რაც უფრო დრო გადის მით უფრო ჩიხში ექცევა და განსაკუთრებით დიდ დარტყმას იღებს ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად პუტინი.

უფრო ადრე კი ამის შესახებ New York Times-ი წერდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა