მთავარითავდაცვა-შეიარაღებაუკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით...

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა

რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ ადამიანები აღარ იბრძვიან. ეს დაპირისპირება გადაიზარდა მაღალტექნოლოგიურ კონფლიქტში, სადაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპილოტო სახმელეთო მოწყობილობებსა და რობოტებს იყენებს.

“ისტორიაში პირველად, უკრაინამ დაიკავა რუსული პოზიციები მხოლოდ უპილოტო მოწყობილობებით — სახმელეთო სისტემებითა და რობოტებით. ოკუპანტების ჯგუფი დაგვნებდა. ეს ყველაფერი კი ქვეითი ჯარისა და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე მოხდა”, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სახმელეთო რობოტებმა 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს.

“Ratel-მა, TerMIT-მა, Ardal-მა, Rys-მა, Zmiy-მ, Protector-მა, Volia-მ და ჩვენმა სხვა სახმელეთო რობოტულმა სისტემებმა ფრონტზე სულ რაღაც სამ თვეში მთლიანობაში 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე მინიმუმ 22 000-ჯერ გადარჩა. ეს იმიტომ, რომ რობოტი მეომრის ნაცვლად ყველაზე საშიშ ადგილებში შევიდა. საქმე ეხება მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უმაღლესი ღირებულების — ადამიანის სიცოცხლის დაცვას უწყობს ხელს”, — დაწერა ზელენსკიმ და გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც საბრძოლო ტექნოლოგიების ფონზე დგას.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებაში იყო ჩართული.

ფოტო: X
ფოტო: X

ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს შორი მოქმედების იარაღის წარმოებაშიც. ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრია უკვე უშვებს მილიონობით დრონს და ახლა საკუთარი წარმოების რაკეტებიც აქვს.

წყარო: on.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა