სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკაჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით -...

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით – პიტერ ფიშერი

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა, – ამის შესახებ დღეს, 9 მაისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელები ქართველი ხალხის მეგობრები არიან.

„ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოხდა. ჩვენ აღვნიშნეთ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული და სისტემატური ძალადობა და იქ ჩვენ გლობალურად ვამბობთ, რომ გვინდა ხალხს მივცეთ სიგნალი, რომ მათგან გლობალურად აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვას ველით.

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი ევროკავშირისგან დისტანცირებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ სფეროებში. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო ბელარუსად იქცევა, რადგან საქართველო ძალიან შორს წავიდა, ძალიან ახლოს იყო ევროკავშირთან, მიაღწია კანდიდატის სტატუსს. დღევანდელ დღეს ვხედავ, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ამიტომ არ ვიცი, რა ტრაექტორიას აირჩევს საქართველო. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ეს ცუდი ტრაექტორია იქნება.

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. არ გვინდა, ქართველებს ვუთხრათ, რა გააკეთონ.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“. ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა”, – განაცხადა მან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც "ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.""ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა