როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსული ჯარების ყოფნას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპის ინტერესებში აშკარად შედის ის, რომ ეს ძალები იქ აღარ იყვნენ დისლოცირებულნი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრებმა საფუძვლიანად განიხილეს ის, თუ რა დათმობები უნდა მოითხოვოს ევროპამ რუსეთისგან.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დივერსიული ოპერაციები, კიბერთავდასხმები, არჩევნებში ჩარევა და საჰაერო სივრცის დარღვევები მთელ ევროპაში, – თქვა კალასმა.
ჯერ კიდევ თებერვალში გადავგზავნეთ სადისკუსიო დოკუმენტი, თუმცა ნება მომეცით შეგახსენოთ რამდენიმე პუნქტი, რომელიც მასში იყო შეტანილი.უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობა. ეს დღეს მინისტრებმაც გაუსვეს ხაზს.რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დივერსიული ოპერაციები, კიბერთავდასხმები, არჩევნებში ჩარევა და საჰაერო სივრცის დარღვევები მთელ ევროპაში.უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა იმ დროს, როდესაც რუსეთი ხელახლა იარაღდება, პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. თუ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები უკრაინის არმიისთვის, შესაბამისი შეზღუდვები რუსეთისთვისაც უნდა დაწესდეს. ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების არანაირი სამართლებრივი აღიარება არ მოხდება. და რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო უსაფრთხოების პრობლემებიც. როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსული ჯარების ყოფნას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპის ინტერესებში აშკარად შედის ის, რომ ეს ძალები იქ აღარ იყვნენ დისლოცირებულნი.ევროპას აქვს ლეგიტიმური მოთხოვნები, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი მშვიდობის მდგრადობა და მინისტრებმა დღეს მთხოვეს, რომ ეს სამუშაო წინ წავწიო,- განაცხადა კალასმა.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას “იდიოტური” უწოდა.
- „მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, – განუცხადა ლავროვმა რუსულ მედიას კალასის საპასუხოდ.
- კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
- მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს.










