მთავარისაზოგადოებაყველაზე საშიში ის კი არ არის, რას აკეთებს რეჟიმი დღეს — ყველაზე...

ყველაზე საშიში ის კი არ არის, რას აკეთებს რეჟიმი დღეს — ყველაზე საშიშია, რას უკეთებს ის ახალგაზრდების მომავალს

ახალგაზრდა, რომელიც ცოდნის, პროფესიის, თავისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის განვითარების ნაცვლად ქოლ-ცენტრში უცხოელი ადამიანების მოტყუებას სწავლობს;
ახალგაზრდა, რომელსაც სოციალურ ქსელში სხვისი გინებასა და ლანძღვაში უხდიან ფულს;
ახალგაზრდა, რომელსაც უნივერსიტეტში ლოიალობას სთავაზობენ ქულების, შეღავათების, დაფინანსების ან სხვა სარგებლის სანაცვლოდ;
ახალგაზრდა, რომელსაც სამსახურისა და კარიერისთვის დამოუკიდებელ აზრზე უარის თქმა სჭირდება — ეს უკვე მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი სამსახურის პრობლემა აღარ არის.


ეს არის ახალგაზრდობის პოლიტიკური და მორალური დამორჩილების პროცესი.
რეჟიმისთვის ყველაზე უსაფრთხო ახალგაზრდა ის არის, ვინც არ კითხულობს, არ აპროტესტებს, არ იბრძვის და მხოლოდ პირად სარგებელს ეძებს.
ასე იკარგება ყველაზე ძვირფასი რამ — თავისუფალი, კრიტიკული და მებრძოლი თაობა.
თუ ახალგაზრდას დღეს არწმუნებ, რომ წარმატება ცოდნასა და შრომაში კი არა, მორჩილებაშია, რომ ფული სინდისზე მნიშვნელოვანია, რომ სამსახური თავისუფლებაზე ძვირფასია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ლანძღვა ჩვეულებრივი სამუშაოა — ხვალ უკვე გაცილებით რთული იქნება თავისუფალი ქვეყნის აშენება.
ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა.
ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ როგორი ადამიანი და როგორი საზოგადოება დარჩება საქართველოში.
და სწორედ ამიტომ არის ახალგაზრდობის დამორჩილება ნებისმიერი ავტორიტარული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღი.
P.S. თუ ახალგაზრდას მომავალს წაართმევ, ქვეყანას მომავალს ართმევ.


დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას ექნება ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა – რა პირობებით, რას ნიშნავს, სად არის საქართველო

ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისია ერთიან ბაზარზე წვდომას სთავაზობს - ჩნდება მეცნიერული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ახალი შესაძლებლობები. თუმცა კანდიდატის სტატუსი სარგებლის მიღებისთვის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა