მთავარიპოლიტიკასახდეპი: "საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ და ამას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც...

სახდეპი: “საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ და ამას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი”

“საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ და ამას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი”, – ამის შესახებ “აქცენტს” აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა. 

“ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა აქტორს, გაერთიანდნენ და იმუშავონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ გაუსვა ხაზი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე” – განუცხადა “აქცენტს” პრეს-სპიკერმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა